ბონერა
Aa
Aa

ბონერა "მილანში" ჯამპაოლოს ასისტენტად იმუშავებს

იტალიური "მილანის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ყოფილი მცველი, დანიელე ბონერა, "როსონერის" სამწვრთნელო შტაბში, მარკო ჯამპაოლოს ერთ-ერთ ასისტენტად, დასაქმდა.

38 წლის ბონერამ სამწვრთნელო კურსები გასულ წელს გაიარა და დაბალი კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, მასთან ერთად კურსი ანდრეა პირლომ, ალბერტო ჯილარდინომ, გაბრიელ ბატისტუტამ, პაოლო კანავარომ, მატეო კონტინიმ, ფრანსელინო მატუსალემმა, პაოლო მონტერომ და ტიაგო მოტამ დახურეს.

ყველა მათგანის სამწვრთნელო კვალიფიკაცია უეფა-ს A და B ლიცენზიების ნორმებს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა და სერია C-ს კლუბის მთავარი მწვრთნელობა, ასევე, სერია A-სა და სერია B-ში მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა შეუძლიათ.

"მილანისგან" მიღებული შეთავაზების შემდეგ ბონერამ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. იგი 2018-2019 წლების სეზონში ესპანური "ვილიარეალის" რიგებში თამაშობდა.

დანიელე ბონერა "მილანის" მაისურით 2006-2015 წლებში ასპარეზობდა და ჯამში 201 შეხვედრა ჩაატარა. მას იტალიის ნაკრებში 16 მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები