Aa
Aa

"ლესტერმა" ტილემანსი რეკორდულ ფასად გამოისყიდა

ბელგიელი ნახევარმცველი, იური ტილემანსი, „ლესტერ სიტის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. „მელიებმა“ „მონაკოსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, მათ ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გაღება მოუწევთ.

აღნიშნული თანხის გათვალისწინებით, ტილემანსი ლესტერშირელთა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება, კლუბთან კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტილემანსმა გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „ლესტერის“ რიგებში, იჯარის წესით, გაატარა. 22 წლის ბელგიელმა პრემიერ ლიგის ეგიდით 13 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები