აუტაიდერმა გაგრამ დინამო დაამარცხა | ფეიქრიშვილი საუკეთესო იყო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილმა გაგრამ „დავით პეტრიაშვილზე’’ დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა.
გაგრას გამარჯვებაში ლექსო ფეიქრიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, პირველი გოლისას კონტრშეტევა შენისანიშნავი პასით გააგრძელა, საბა ზოიძის საგოლე პასით ანდრი ანდრეიჩუკმა გაიტანა.მეორე გოლი ფეიქრიშვილმა შეაგდო, შორიდან უძლიერესი დარტყმით გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა. მოკლედ, ლექსომ, რომელიც კიევის დინამოს საკუთრებაა და გაგრაში იჯარით თამაშობს, ორივე გოლისას შესანიშნავად იმოქმედა.
84-ე წუთზე ნანა-კოფი დონკორის საგოლე პასით ლეონარდუ სანტუსმა ანგარიში შეამცირა, გაგრას მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი შეცდა, შემდეგ კი სანტუსი უმეთვალყურეოდ დატოვეს.
თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობისას დინამომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-9 მატჩი ჩაატარა: 5 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი.
17 ტურის შემდეგ დინამო 25 ქულით მეოთხე ადგილზეა, გაგრა 20 ქულით - მეცხრეზე.
დინამო თბილისისა და გაგრას პრესსამსახურის ფოტოები