Aa
Aa

"არსენალი" მალკომს უმიზნებს

ლონდონის არსენალმა 22 წლის ბრაზილიელი გარემარბის, მალკომის თაობაზე ბარსელონასთან მოლაპარაკება დაიწყო. მეთოფეებს სამხრეთამერიკელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ესპანური სპორტის ცნობით არსენალის ხელმძღვანელებს სურთ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვით საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ბრაზილიელი არსენალის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

2018 წლის ზაფხულში მალკომი ბორდოდან 37 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ბარსელონაში გადავიდა, თუმცა კატალონიურ კლუბში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. უმეტეს შემთხვევებში 22 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის მიღმა რჩებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები