Aa
Aa

"რომამ" პაუ ლოპესის ტრანსფერი შეათანხმა

სევილიური „ბეტისის“ 24 წლის მეკარე, პაუ ლოპესი, იტალიური „რომას“ ღირსებას დაიცავს. კლუბებმა ტრანსფერის შესახებ უკვე მოილაპარაკეს და ლოპესის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გადასვლა 20 მილიონი ევრო დაჯდება.

გარიგებაში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც, ანტონიო სანაბრიას სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, „რომა“ სატრანსფერო თანხის ნახევარს მიიღებს. „ჯალოროსი“ და „ბეტისი“ სანაბრიას სატრანსფერო უფლებების 50-50%-ს ფლობენ.

პაუ ლოპესს რომში უახლოეს დღეებში ელოდებიან, მან „გლადიატორებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ხელფასის სახით კი წლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ლოპესი გასულ სეზონში „ბეტისის“ ძირითადი მეკარე იყო, იქამდე კი „ესპანიოლის“ რიგებში თამაშობდა. მას „რომაშიც“ მთავარი გოლკიპერად მოიაზრებენ, რადგან სავარაუდოა, რომ რომაელები რობინ ოლსენის გაყიდვაზე იფიქრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები