კანსელო
Aa
Aa

კანსელო "ბაიერნსაც" მოუნდა

იტალიური ტაბლოიდების ინფორმაციით „იუვენტუსის“ მარჯვენა მცველის, ჟოაო კანსელოს გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული. „რეკორდმაისტერი“ საქმეს სერიოზულად უდგება და Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ ტრანსფერის გაჩარხვის კარგი შანსიც აქვს.

გერმანული გრანდის მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტია“. „ქალაქელები“ დიდი ხანია კანსელოს აკვირდებიან, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. „სიტი“ პორტუგალიელი უკანახაზელის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ „ეტიჰად სთედიუმს“ დანილო დატოვებს.

პრობლემა ის გახლავთ, რომ „ქალაქელებმა“ ბრაზილიელი უკანახაზელის მსურველი კლუბი ვერა და ვერ მოძებნეს და ამის გამო „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები შეფერხდა. „რეკორდმაისტერთან“ კი ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული სცენარით ვითარდება და გერმანელები კანსელოს ტრანსფერთან ახლოს არიან.

ნიკო კოვაჩის გუნდი უკანახაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. „ბაიერნმა“ უკვე ბენჟამინ პავარი და ლუკას ჰერნანდესი გადაიბირა და როგორც ჩანს მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები