მიულერი : „ბაიერნი“ არასდროს იღლება
Aa
Aa

მიულერი : „ბაიერნი“ არასდროს იღლება

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ტომას მიულერი მიიჩნევს, რომ „ლევერკუზენთან“ გამარჯვება გუნდმა ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოახერხა. გუშინ „ბაი არენაზე“ „რეკორდმაისტერებმა“ „ფარმაცევტები“ თერთმეტმეტრიანის სერიაში დაამარცხეს.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა აღიარა, რომ „საფეხბურთო ლატარეაში“ იღბალი მათ მხარეს იყო.

„როდესაც მატჩი პენალტების სერიებამდე მიდის, ამ დროს ყველაფერი იღბალზე და  ხშირ პრაქტიკაზეა დამოკიდებული. თერთმეტმეტრიანების სერიაში კარგად მომზადებული გუნდი, უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოდის. რათქმაუნდა, გუნდის რაღაც ნაწილი ამაზე ყოველდღიურად ვარჯიშობთ.

რაც შეეხება დაპირისპირებას, ვფიქრობ რომ „ლევერკუზენთან“ გამარჯვება დავიმსახურეთ. ნათლად გამოჩნდა, რომ ფიზიკურად უკეთესად ვიყავით მომზადებულნი. დაძაბული მატჩი იყო. მეტოქემ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა.“ - განაცხადა მიულერმა

 

გერმანიის თასის ნახევარფინალში პეპ გუარდიოლას შეგირდები დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდებიან, მეორე მხარეს კი ერთმანეთის პირისპირ „არმინია“ და „ვოლფსბურგი“ წარსდგებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები