Aa
Aa

"მონაკომ" ჟელსონ მარტინში გამოისყიდა

ფრანგულმა „მონაკომ“ მადრიდის „ატლეტიკოსგან“ ჟელსონ მარტინშის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა.

24 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ლუი II“-ზე იჯარის წესით გაატარა, ამიერიდან კი „მონეგასკების“ სრულუფლებიანი წევრი გახდება. კლუბმა მის სანაცვლოდ 32.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

მარტინშმა ლიგა 1-ის დასრულებულ გათამაშებაში 16 მატჩში ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა. იგი ლისაბონის „სპორტინგის“ აღზრდილია, რომლიდანაც „ატლეტიკომ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები