Aa
Aa

"ჩელსი" და ლამპარდი შეთანხმდნენ! ინგლისელი "არისტოკრატების" თავკაცი გახდება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Sun იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსისა“ და ფრენკ ლამპარდს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და „არისტოკრატები“ ინგლისელ სპეციალისტს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

„ლურჯები“ „სუპერ ფრენკის“ კონტრაქტს გამოისყიდიან და „დერბის“ 4 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. ხელშეკრულების ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბრიტანული ტაბლოიდი იტყობინება, რომ ლამპარდმა 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 5.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ახალ კლუბში 41 წლის ფრენკის ასისტენტი ჯოდი მორისი იქნება, რომელიც მასთან ერთად „დერბიში“ მუშაობდა. გოლკიპერების განვითარებას საკუთარ თავზე შეი გივენი აიღებს, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელის ფუნქციებს კრის ჯონსი შეითავსებს.

„ნისლიან ალბიონზე“ „ჩელსის“ გადაწყვეტილებას სარისკო უწოდეს, თუმცა „არისტოკრატების“ გულშემატკივრები კლუბის ლეგენდის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. „ლურჯების“ ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები