კეჰილმა
Aa
Aa

კეჰილმა "ჩელსი" დატოვა

ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, გარი კეჰილმა, ლონდონის "ჩელსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ინფორმაცია "ლურჯების" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

კეჰილი "არისტოკრატთა" ღირსებას 7 წლის განმავლობაში იცავდა და მისი მაისურით მოედანზე 291-ჯერ გავიდა. კეჰილმა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო.

გამოცდილ უკანახაზელს ამიერიდან ახალი ნავსაყუდელის ძებნა მოუწევს, მისი სამსახურით, სხვა კლუბებთან ერთად, ბირმინგემის "ასტონ ვილა" ინტერესდება.

"ასტონ ვილაში", რომელიც პრემიერ ლიგას დაუბრუნდა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კეჰილის ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი, ჯონ ტერი, მუშაობს. 

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს, კეჰილის გადაბირება "არსენალს", "ვესტ ჰემსა" და "ფულემს" სურთ. ფეხბურთელს ნებისმიერ ამ კლუბში გადასვლა სურვილისამებრ შეუძლია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები