100 მილიონი ტონალის სანაცვლოდ - იტალიელი ტოტენჰემში ითამაშებს
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ტოტენჰემი პირველი ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს არის.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ სპურსმა სანდრო ტონალის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გამოყო.
მისივე თქმით, ყველა დეტალი შეთანხმებულია. როგორც უკვე გითხარით, გარიგების საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს — 92,5 მილიონი ფიქსირებული თანხის სახით, ხოლო დამატებით 7,5 მილიონი ბონუსების სახით.
ასევე გეტყვით, რომ ნიუკასლმა „ტოტენჰემის“ შეთავაზება უკვე მიიღო, ხოლო ტონალი პირადი კონტრაქტის ყველა დეტალზე ლონდონურ კლუბთან შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ნიუკასლმა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბარსელონაში ენტონი გორდონი გაყიდა. ჯამში ამ ორი ტრანსფერიდან „კაჭკაჭებმა“ 180 მილიონ იევრო გამოიმუშავეს.
ცნობისთვის, იტალიელი ნახევარმცველი ნიუკასლს 2023 წელს მილანიდან შეუერთდა. ტონალიმ 2023 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად კაჭკაჭების მაისური 110-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.