ოფიციალურად: ჰუმელსი
Aa
Aa

ოფიციალურად: ჰუმელსი "დორტმუნდში" დაბრუნდა!

სატრანსფერო ბაზარი ნელ-ნელა ხურდება. რამდენიმე წუთის წინ "დორტმუნდმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატს ჰუმელსი "ბაიერნიდან" უკან "სიგნალ იდუნა პარკზე" დაბრუნდა.

30 წლის ჰუმელსი "დორტმუნდმა" 30 მილიონ ევროდ დაიბრუნა. გერმანელი მცველი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.

ბოლო ორ წელიწადში "ბაიერნში" სიტუაცია აირია და შემადგენლობის გადახალისების მტკივნეული პროცესიც დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსი "დორტმუნდისთვის" მიმდინარე ზაფხულში რიგით მე-4 შენაძენია.

ლუსიენ ფავრის გუნდს უკვე შეურთდნენ თორგან აზარი, ნიკო შულცი და იულიან ბრანდტი.

აქვე გეტყვით, რომ "დორტმუნდის" რიგები კრისტიან პულიშიჩმა დატოვა, რომელიც კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები