კრუიფის ერთ-ერთი ბოლო კომენტარი მესისა და რონალდუზე...
Aa
Aa

კრუიფის ერთ-ერთი ბოლო კომენტარი მესისა და რონალდუზე...

მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა მოთამაშემ, აწ განსვენებულმა იოჰან კრუიფმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ შემდეგი განაცხადა:

"არის თუ არა ის საუკეთესო? ამაზე პასუხს თვითონვე მიხვდებით, როცა კარიერას დაასრულებს. სწორედ მაშინ შეგეძლებათ მისი საფეხბურთო მოღვაწეობის სრულფასოვნად შეფასება. ამ ეტაპზე კი უბრალოდ უნდა ვაცადოთ აკეთოს თავისი საქმე, რაც ასე შესანიშნავად გამოსდის".

როცა ჰოლანდიელს კრიშტიანუსა და მესის შედარება თხოვეს, მან კითხვას ორიგინალურად უპასუხა:

"ფეხბურთისთვის ორივე დიდებული შენაძენია, თუმცა, ვფიქრობ, მათ არ გაუმართლათ, რადგან დაახლოებით ერთი ასაკისა არიან და ერთ ეპოქაში უწევთ ბურთი გორება". 

"თუ მაინცდამაინც შედარებას მთხოვთ, მესის ავირჩევ, რადგან ის "ბარსაში" თამაშობს. გუნდში, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს". - დაასრულა კრუიფმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები