თუ პოგბას ტრანსფერი არ შედგა,
Aa
Aa

თუ პოგბას ტრანსფერი არ შედგა, "რეალი" "ლიონის" ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ ამბიციური პროექტით მივიდა. „ზიზუ“ მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადება და რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელა, თუმცა გაჩერებას არ აპირებს.

ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა გახლავთ, მაგრამ ნელ-ნელა ზიდანი ხვდება, რომ თანამემამულის შეძენა სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Cope-ის ინფორმაციით „ლოს ბლანკოსი“ „ლიონის“ 22 წლის ფეხბურთელს, ტანგუი ნდომბელეს აკვირდება. თუ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებმა პოგბას ტრანსფერი ვერ გაჩარხეს, მოლაპარაკებებს ფრანგულ კლუბთან დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ Cope-ის ცნობით მადრიდელები ნდომბელეს „ტოტენჰემის“ ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენზე წინ აყენებენ და „მანჩესტერის“ უარის შემთხვევაში სწორედ ტანგუის გადაბირებაზე კონცენტრირდებიან და არა დანიელის.

როგორც მოგეხსენებათ „წითელი ეშმაკების“ სამომავლო გეგმებში პოლ პოგბას გასხვისება არ შედის. თავად ფეხბურთელმა კი „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა. მიუხედავად ამისა ნაკლებად სავარაუდოა მანჩესტერელებმა ფრანგი ნახევარმცველი მადრიდელებს დაუთმონ. ასე რომ შესაძლოა პოგბას ნაცვლად „რეალში“ მისი თანამემამულე, ტანგუი ნდომბელე ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები