კოუტინიოს პსჟ-ში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება
Aa
Aa

კოუტინიოს პსჟ-ში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება

ფილიპე კოუტინიოსა და „ბარსელონას“ წელიწადნახევრიანი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება.

ჯერ კიდევ წლევანდელი სეზონის მსვლელობისას იყო ცნობილი, რომ ზაფხულში გუნდს ან ვალვერდე დატოვებდა, ან კოუტინიო.

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსას“ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი ასე არ ფიქრობს, ბორდმა გადაწყვიტა, რომ ვალვერდე ნდობას კიდევ ერთი წლით იმსახურებს.

ამრიგად, ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული და ეს უკვე მისი სურვილიც გახლავთ.

კოუტინიოს მსურველი მხოლოდ ლონდონის „ჩელსი“ იყო, რომელსაც უეფასგან სატრანსფერო ბანი ადევს და გასაჩივრების შემდეგ საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

სიტუაცია შეიცვალა და ახალი მსურველიც გამოჩნდა. ესპანური Mundo წერს, რომ კოუტინიოს პსჟ-ში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

ბრაზილიელით ლეონარდო პირადად ინტერესდება. ის პარიზელთა სპორტულ დირექტორად სულ მალე დაინიშნება და კოუტინიოს გადაბირება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ბარსელონას“ კოუტინიოს სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონი ევროს მიღება სურს. კატალონიელებს ამ ზაფხულს მისი გაყიდვა ორმაგად აწყობთ, რადგან „ლივერპულისთვის“ ბონუსების გადახდა აღარ მოუწევთ და ფინანსურად კლუბი საკმაოდ კარგ პოზიციაში აღმოჩნდება.

სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს გაიხსნება და კოუტინიოს ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები