დე ლიხტი სამომავლო გეგმებისა და
Aa
Aa

დე ლიხტი სამომავლო გეგმებისა და "ბარსელონას" შესახებ

„აიაქსის“ 19 წლის კაპიტანი, მატიის დე ლიხტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ჰოლანდიელი უკანახაზელის გადაბირება რამდენიმე გრანდს სურს, რომელთა შორის "ბარსელონაცაა". „ბლაუგრანა“ ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება, თუმცა სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

ერთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ Mundo Deportivo-მ დე ლიხტს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც „ბარსელონასა“ და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

განვლილ სეზონს როგორ შეაფასებდი?

"ვფიქრობ, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდებისთვის (აიაქსი და ჰოლანდია) წარმატებული სეზონი იყო".

დე ლიხტი მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მის გადასაბირებლად ევროპული ფეხბურთის გრანდები იბრძვიან. რას გრძნობ, როცა ტოპ კლუბები შენით ინტერესდებიან?

"ეს ძალიან დიდი პატივია და ნამდვილად ბევრს ნიშნავს".

მომდევნო კლუბის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელია?

"ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ გუნდში, რომელშიც გადავალ დამაფასებენ და სათამაშო დრო მექნება".

„ბარსას“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ოთხი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. პიკე, უმტიტი, ლენგლე და ახალგაზრდა ტოდიბო. კონკურენცია ხომ არ გაშინებს?

"ბარსელონას შესანიშნავი დაცვა ჰყავს და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა კონკურენცია არ მაშინებს. ლოგიკური და გასაგებია, რომ ისეთი დონის კლუბში, როგორიც „ბარსელონა“ გახლავთ, დიდი კონკურენციაა".

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას როდის მიიღებ?

"დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო".

ფრენკი დე იონგის და ლიონელ მესის მხარდამხარ თამაშზე არ ოცნებობ?

"რა თქმა უნდა მათთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნებოდა, მაგრამ იმ ვარიანტს ავირჩევ, რომელსაც ჩემთვის საუკეთესოდ ჩავთვლი".

კრიშტიანუმ „იუვეში“ გადასვლა შემოგთავაზა. ფრენკი მოგიწოდებს „ბარსაში“ გადახვიდე. რომელს დაუჯერებ?

"სიმართლე გითხრათ ყურადღებას არავის ვაქცევ და ყველაფერს თავად გადავწყვეტ".

ბარსელონა იმდენს ვერ შემოგთავაზებს, რამდენსაც „პსჟ“. არის თუ არა ეს შენთვის დიდი დაბრკოლება?

"არა, ჩემთვის ფული მთავარი არაა".

თუ ფული მთავარი არაა და კონკურენციის არ გეშინია, „ბარსელონაში“ გადასვლას რატომ არ თანხმდები?

"ალბათ იმიტომ, რომ ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა. ამ საკითხის შესახებ აუცილებლად უნდა დავფიქრდე და სავარაუდოდ გადაწყვეტილებას შვებულებისას მივიღებ".

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები