Aa
Aa

დეშამი: "მენდი მალე "რეალის" ფეხბურთელი გახდება"

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, ფერლან მენდი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. დეშამმა მენდის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა, რომელშიც სრულიად ჩვეულებრივად აღნიშნა, რომ იგი მალე „სამეფო კლუბის“ მაისურით ითამაშებს.

„ორი წლის წინ იგი მეორე დივიზიონში თამაშობდა, ახლა კი სულ მალე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. ის ძალიან მშრომელი ფეხბურთელია და გასაოცარი პროგრესი აქვს“.

ესპანური პრესის ცნობით, „ბლანკოსმა“ მენდის ამჟამინდელ კლუბ „ლიონთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია და 24 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდის.

მენდი „ლიონის“ რიგებში „ლე ავრიდან“ 2017 წელს გადავიდა და გუნდის ღირსება 79 შეხვედრაში დაიცვა. თუკი მისი „რეალში“ ტრანსფერი გაოფიციალურდა, ედერ მილიტაოს, ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის შემდეგ, ამ ზაფხულს „თეთრების“ მე-4 ახალწვეული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები