Aa
Aa

ლუკაკუსთვის ბრძოლაში "ნაპოლიც" ჩაერთო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუს საკუთარ რიგებში გადასაბირებლად მილანის „ინტერი“ და „ნაპოლი“ იბრძვიან.

როგორც გამოცემა წერს, ნეაპოლელები ბელგიელ თავდამსხმელს წლიურ ხელფასად 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. სხვა არცერთ გუნდს ლუკაკუსთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.

რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები ტანმაღალი შემტევის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდნენ, ახლა კი მაურო იკარდის წასვლის შემთხვევაში, ცენტრფორვარდის შეძენის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდებიან.

რომელუ ლუკაკუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სააგენტო transfermarkt-ის მონაცემებით, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები