AS:
Aa
Aa

AS: "ბარსელონა" ძალიან ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს!

ძალიან საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ესპანური AS, რომლის ცნობითაც, "ბარსა" ლონდონის "არსენალის" შემტევის მესუთ იოზილის გადაბირებას შეეცდება. 

ბრიტანულ პრესაში იოზილის "ემირეითს სთედიუმიდან" აბარგების ხმები სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის და "ბარსას" მონდომების პირობებში ტრანსფერი ერთობ რეალური გახდება.

თანაც, ესპანელები გარიგებაში ერთბაშად 3 ფეხბურთელის არდა თურანის, მუნირ ელ ჰადადისა და სანდრო რამირესის ჩართვას აპირებენ. პლიუს ამას, როგორც სააგენტო ამტკიცებს "ბლაუგრანას" ბოსები არც თანხის დამატებაზე იტყვიან უარს...

ასე რომ, ვნახოთ რამდენად მოინდომებს გერმანელი "ნოუ კამპზე" გადასვლას და გახდება თუ არა ის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "რეალის" შემდეგ მისი მოსისხლე მტრის რიგებში ითამაშებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები