დე იონგი:
Aa
Aa

დე იონგი: "მე, დე ლიხტის ადგილას აუცილებლად "ბარსელონაში" წავიდოდი"

ამსტერდამის "აიაქსმა" 2018-2019 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა და ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივრის სიყვარული დაიმსახურა.

ზაფხულიდან გრანდები "აიაქსის" ნაწილებად დაშლას დაიწყებენ. ეს ტრადიცია სამწუხაროდ ამჯერადაც შენარჩუნდება.

ფრენკი დე იონმა თავისი მომავალი კლუბი ჯერ კიდევ ზამთარში მოძებნა (უფრო მათ მოძებნეს) და კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

22 წლის დე იონგს მისი განუყრელი მეგობრის მატიის დე ლიხტის მხარდამხარ თამაში "კამპ ნოუზეც" სურს და ამას ის საჯაროდაც აცხადებს.

"თამაშის დროს ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები - დამშვიდდი, ისე არ იმოქმედო თითქოს უდიდეს გამოცდილებას ფლობდე.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას იზამს მატიისი. თავისი მომავალი მან უნდა გადაწყვიტოს. პირადად მე, მის ადგილას აუცილებლად "ბარსელონაში" წავიდოდი.

ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნებოდა, "ბარსელონასთვის" კი ასეთი კარგი მოთამაშის დამატება, რომელიც უმაღლეს დონეზე კიდევ დიდ ხანს ითამაშებს შესანიშნავი იქნებოდა". - უთხრა დე იონგმა voetbalzone-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები