სარი ნებისმიერ შემთხვევაში წავა? აბრამოვიჩს ლამპარდის კანდიდატურა ხიბლავს
Aa
Aa

სარი ნებისმიერ შემთხვევაში წავა? აბრამოვიჩს ლამპარდის კანდიდატურა ხიბლავს

მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო სარიმ "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეიყვანა და გუნდს სეზონის ბოლოს სტაბილურობა დაუბრუნდა, პლუს ამას ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, რომან აბრამოვიჩი მას მაინც დაითხოვს.

Mirror-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერი თავის გუნდში ფრენკ ლამპარდის მიწვევას გეგმავს.

"არისტოკრატების" ლეგენდა ამჟამად "დერბის" მწვრთნელია და პირველივე სეზონში გუნდის პლეი-ოფში გაყვანა შეძლო.

სადებიუტო სეზონის კვალობაზე სარის "ჩელსიში" არც ისე ცუდი შედეგები აქვს. მე-3 ადგილი პრემიერლიგაში და ევროპა ლიგის ფინალი, რომელსაც თუ მოიგებს მის მიერ გაწეული სამუშაო გაცილებით მეტ ფასს შეიძენს.

როგორც ჩანს, აბრამოვიჩს ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებს და ლამპარდის კანდიდატურა ძალიან ხიბლავს.

როგორც ფილმების შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, "ტრეილერი ძალიან მაგარი იყო და უშუალოდ ფილმმა ვერ გაამართლა". ასე იყო სარის შემთხვევაშიც. ლონდონში ჩასვლამდე მასზე შექმნილი მოლოდინი გადაჭარბებული იყო...
ლამპარდს ამჟამად "ჩელსიზე" ფიქრისთვის დრო არ აქვს, რადგან პლეი-ოფის მეორე რაუნდის მატჩი ელის "ლიდსის" წინააღმდეგ.

სეზონის დასრულების შემდეგ აბრამოვიჩი ლამპარდს ოფიცალური წინადადებით მიმართავს, რომელზეც უარის თქმა ფრენკის ძალიან გაუჭირდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები