L'Equipe:
Aa
Aa

L'Equipe: "ბარსა" გრიზმანს გაცილებით ადრე შეუთანხმდა - ტრანსფერის დეტალები ცნობილია

როგორც გუშინ გახდა ცნობილი ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას შეხვედრის დროს განუცხადა, რომ კლუბს ტოვებს და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

ფრანგმა ფეხბურთელმა შემდეგ ქომაგებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა და მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ახსნა.

ყველამ იცოდა, რომ გრიზმანს "ბარსას" მიმართ სიმპათიები ჰქონდა და მისი შეძენის ყველაზე დიდი შანსი სწორედ კატალონიელებს ჰქონდათ.

L'Equipe-ი ავრცელებს მორიგ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრიზმანი "ბლაუგრანასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 17 მილიონი ევრო იქნება.

გრიზმანს "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირდებდა და ის წლიურად 21 მილიონს გამოიმუშავებდა.

როგორც ხედავთ ფრანგმა "ბარსელონას" მიერ წამოყენებული პირობები მიიღო, ხელფასის შემცირებას დათანხმდა და მალე ეს ყველაფერი ოფიციალურ სახესაც მიიღებს.

ფრანგული გამოცემა ასევე წერს, რომ "ბარსელონასა" და გრიზმანს შორის მოლაპარაკებები "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ დაიწყო და 2019 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა.

როგორც ხედავთ ყველაფერი გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული და საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი მხოლოდ 2 დღეა რაც გახდა.

სახელდება თანხაც, რომელსაც "ბარსელონა" მადრიდულ კლუბს გადაუხდის - 120 მილიონი ევრო.

მოსალოდნელია, რომ გრიზმანი "ბარსაში" კოუტინიოს 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, თუმცა ჯერჯერობით კლუბი ბრაზილიელის გაყიდვას ვერ ახერხებს. მისი მსურველი მხოლოდ "ჩელსია", რომელსაც FIFA-სგან სატრანსფერო ბანი ადევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები