სერხიო რამოსი მოინათლა
Aa
Aa

სერხიო რამოსი მოინათლა

მადრიდული Marca, გამოცემა Confidencial Digital-ზე დაყრდნობით წერს, რომ სერხიო რამოსი 33 წლის ასაკში მოინათლა. ცერემონია გუშინ საღამოს, მადრიდის დროით 21:30 საათზე, ესპანეთის დედაქალაქის ტაძარ Parish Church of Nuestra Senora de La Moraleja-ში შედგა.

რამოსი და მისი საცოლე - პილარ რუბიო, დაქორწინებას კათოლიკურ ეკლესიაში აპირებენ, სადაც მოუნათლავი ფეხბურთელი ქორწილის რელიგიურ რიტუალს ვერ დაესწრებოდა.

როგორც Confidencial Digital-ი წერს, გუშინდელი ნათლობის ცერემონია ვიწრო წრეში, მხოლოდ ოჯახურ კომპანიაში, მაშინ გაიმართა, როცა ტაძარი საზოგადოებისთვის უკვე დახურული იყო.

სერხიო რამოსი და ტელეწამყვანი პილარ რუბიო 15 ივნისს, ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის, სევილიის ტაძარ Seville Cathedral-ში იქორწინებენ. წყვილი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდება და 3 საერთო შვილი ჰყავს, ისინი გასული წლის ივლისში დაინიშნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები