Aa
Aa

რომის ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე გაგრძელდება

მამაკაცების პარალელურად, რომში ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს, რომლის გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ვიქტორია აზარენკასა და ელინა სვიტოლინას შორის შედგა.

რომის ტურნირის ბოლო 2 წლის ჩემპიონმა სვიტოლინამ პირველი სეტი 6:4 მოიგო, თუმცა შემდეგ უპირატესობა დათმო და 6:4; 1:6; 5:7 დამარცხდა. აზარენკას კი რთული ბადე აქვს და, შესაძლოა, შემდეგ წრეში გარბინ მუგურუსას შეხვდეს.

კრისტინა მლადენოვიჩისა და კაროლინ გარსიას ფრანგულ დაპირისპირებაში გამარჯვება მლადენოვიჩს დარჩა, რომელმაც მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო და 6:1; 6:2 იმარჯვა, რითაც შემდეგ რაუნდში ბელინდა ბენჩიჩზე გავიდა.

გათამაშებას გამოეთიშა კაროლინ ვოზნიაცკი, იგი ამერიკელ დანიელ როუზ კოლინზს პირველი სეტის წაგების შემდეგ ტრავმის გამო დანებდა. კაროლინა პლიშკოვამ კი ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს 2 სეტში იოლად მოუგო.

შემდეგ წრეში ითამაშებენ ჯულია გერგესი, ეშლი ბარტი, კარლა სუარეს ნავარო და დარია კასატკინა, ელენა ოსტაპენკომ კი მიხაელა ბუზარნესკუსთან თამაშის ჩამთავრება ვერ შეძლო და ტურნირიდან მოეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები