Aa
Aa

კირგიოსმა მედვედევს სძლია, ზვერევი კი ბერეტინისთან დამარცხდა

რომში მიმდინარე მასტერსის სერიის საჩოგბურთო ტურნირი 3-სეტიანი გამარჯვებით დაიწყო ნიკ კირგიოსმა, რომელმაც ასპარეზობიდან რუსი დანილ მედვედევი გამოთიშა.

სამივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 დასრულდა, კირგიოსმა კი თავის სასარგებლოდ პირველი და მესამე პარტიები დაასრულა, რითაც შემდეგ წრეში ნორვეგიელ კასპერ რუუდზე გავიდა.

თავისი მატჩი წააგო ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც ადგილობრივთა ერთ-ერთ მთავარ იმედ მატეო ბერეტინისთან 5:7; 5:7 დათმო და ტურნირს გამოეთიშა. ბერეტინის შემდეგი მეტოქე დიეგო შვარცმანისა და ალბერტ რამოსის მატჩში გაირკვევა.

შემდეგ წრეში ითამაშებს მარინ ჩილიჩიც, რომელმაც ანდრეა ბასო იოლად დაამარცხა, დღის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი კი დავიდ გოფენსა და სტენ ვავრინკას შორის შედგა. ფავორიტად შერაცხულმა ვავრინკამ პირველი სეტი მოიგო, მაგრამ დარჩენილ ორში მხოლოდ 2 გეიმის აღება შეძლო და ტურნირს დაემშვიდობა.

აქვე დავამატოთ, რომ არასაჩოგბურთო თემაზე მოუწია საუბარი როჯერ ფედერერს, რომელსაც ჟურნალისტები მის თამაშზე ბილეთების ფასების ზრდაზე დაეკითხნენ. როგორც ცნობილია, ფედერერისა და ჟოაო სოუზას შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სხვებთან შედარებით, 2-ჯერ ძვირი ღირს. ფედერერმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არაა და მას ფანების პროტესტის კარგად ესმის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები