კრისტაპს პორზინგისს ლატვიაში თავს დაესხნენ
Aa
Aa

კრისტაპს პორზინგისს ლატვიაში თავს დაესხნენ

„დალას მავერიქსის“ მძიმე ფორვარდს, კრისტაპს პორზინგისს, ლატვიაში თავს დაესხნენ. ESPN-ის ცნობით ინციდენტი ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ირკვევა დაპირისპირება რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა და სიტუაცია დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განმუხტეს.

მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მომხდარის შემდგომი მდგომარეობაა ასახული. კადრებში პორზინგისიც ჩანს, რომელიც დასისხლიანებულია და მაისური აქვს შემოხეული. 

 

გავლენიანი ამერიკული გამოცემის მიხედვით ლატვიელს თავს „ნიუ იორკ ნიქსის“ რუსი გულშემატკივრები დაესხნენ. ისინი რამდენიმე თვის წინ განხორციელებული გაცვლით იყვნენ უკმაყოფილოები. ESPN-ის მიხედვით მათ 23 წლის მძიმე ფორვარდს სკამი დაარტყეს. საბედნიეროდ კრისტაპსს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ პორზინგისმა 2018 წლის 7 თებერვალს აქილევსის მყესი გაიწყვიტა და საერეაბილიტაციო პერიოდს გადის. ლატვიელი პარკეტს დიდი ალბათობით ახალი სეზონის სტარტზე დაუბრუნდება და „დალას მავერიქსის“ მაისურს მოირგებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები