გამარჯვება რომის მასტერსზე! - ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს სძლია
Aa
Aa

გამარჯვება რომის მასტერსზე! - ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს სძლია

რომის მასტერსზე საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში 6:1, 7:6 დაამარცხა. 

ბასილაშვილმა უნგრელთან მეექვსე შეხვედრა გამართა. ქართველმა 2015 წლის შემდეგ ფუჩოვიჩს პირველად სძლია. 2015 წელს უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილმა მეტოქე ოთხ სეტში 6:2, 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

საერთო ჯამში 6 შეხვედრიდან ბასილაშვილმა 2 მოიგო და ოთხ შეხვედრაში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო დიერეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები