სოლსკიაერი პირველ ტრანსფერთან ახლოსაა
Aa
Aa

სოლსკიაერი პირველ ტრანსფერთან ახლოსაა

საფეხბურთო კლუბი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დანიელ ჯეიმსის გადაბირებასთან ახლოსაა. SkySports-ის ცნობით ''წითელი ეშმაკები'' ''სუონსის'' ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან. 

თუ ტრანსფერი შედგა, მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში მოსვლიდან ''მანჩესტერ იუნაიტედისთვის'' პირველი შენაძენი უელსელი იქნება. 

უელსის ეროვნული ნაკრების გარემარბს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს.

გასულ ზამთარში ჯეიმსი მარსელო ბიელსას ''ლიდსში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. შეთანხმების შემთხვევაში ''ლიდსი'' იჯარაში 1,5 მილიონს გადაიხდიდა და თუ ბიელსას გუნდი პრემიერლიგაში აღზევდებოდა, სამი წლის განმავლობაში ''სუონსი'' 7 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა. საბოლოოდ გასულ ზამთარში ჯეიმსი უელსურ კლუბში დარჩა.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში რაიან გიგზის გაწვრთნილმა უელსის ნაკრებმა კარდიფში ჯეიმსის ერთადერთი გოლით სლოვაკეთი დაამარცხა. ეს იყო ჯეიმსის პირველი ოფიციალური მატჩი ეროვნულ ნაკრებში და სადებიუტო გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები