Aa
Aa

"ფილადელფიას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება! ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება

ბრეტ ბრაუნის „ფილადელფიამ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და „ტორონტოსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „სევენთი სიქსერსი“ კანადელებს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და ჰაერივით საჭირო გამარჯვება დაისაკუთრა.

მასპინძელთა წარმატება ჯიმი ბატლერის დამსახურება გახლდათ. ამ უკანასკნელმა 25 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. საწყისი 5 შეხვედრის კატასტროფულად ჩატარების შემდეგ როგორც იქნა ბენ სიმონსმა ჩვეულ სტილში იასპარეზა და აქტივში 21 ქულა ჩაიწერა. ჯოელ ემბიდის გამოსვლაც აღსანიშნავია. 25 წლის ცენტრმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა, 12 მოხსნა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +40-ს უწია.

„რეპტორსის“ რიგებში ტრადიციულად კავაი ლეონარდი გამოირჩა. „ტორონტოს“ მსუბუქმა ფორვარდმა მატჩი 29 ქულით და 12 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. პასკალ სიაკამმა 21 ქულას მოუყარა თავი. კაილ ლოური კი 13 ქულას დასჯერდა.

ამრიგად ყველაფერი 13 მაისს გაირკვევა, როცა „ტორონტო“ მეშვიდე შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები