Aa
Aa

კევინ დურანტი "ჰიუსტონთან" სერიის დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ამერიკული გამოცემების თანახმად „მეომრებს“ „ჰიუსტონთან“ სერიის დარჩენილი ორი მატჩის ჩატარება ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დურანტის გარეშე მოუწევთ.

„კეიდიმ“ რიგით მეხუთე შეხვედრაში უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა პარკეტი დაეტოვებინა. ოკლენდელთა სამედიცინო შტაბის ცნობით მას წვივის კუნთი აწუხებს და უახლოეს მომავალში გუნდს ვერ დაეხმარება. დურანტი კონფერენციის ფინალისთვის მზად იქნება. თუ რა თქმა უნდა „უორიორსმა“ ჯეიმს ჰარდენის და კომპანიის წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხა.

წლეულს „გოლდენ სტეიტის“ მსუბუქი ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობს და ბევრ მომენტში „მეომრებმა“ უპირატესობა სწორედ მისი ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. დურანტმა მიმდინარე პლეიოფში 11 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 34.2 ქულას აგროვებს.

„უორიორსს“ ჯერჯერობით სერიაში ანგარიში მიჰყავს და 3-2-ს იგებს, თუმცა მომდევნო მატჩი ტექსასში გაიმართება და მაიკ დენტონის ბიჭები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. სავარაუდოდ ამ წყვილის ტრიუმფატორის ბედი მეშვიდე შეხვედრაში გაირკვევა, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ საკუთარ კედლებში ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები