Aa
Aa

"ჰიუსტონმა" გაათანაბრა - ჰარდენმა ბილაფსს გადაასწრო

ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონმა“ NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ტექსასელებმა ჩვეული კალათბურთი აჩვენეს და უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ. „მეომრებმა“ ბოლო პერიოდში თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„უორიორსის“ მოთამაშეებს სროლა არ წაუვიდათ. ოკლენდელებმა „როქეთსის“ ფარს პერიმეტრიდან 33-ჯერ შეუტიეს და მიზანს 8-ჯერ მიაღწიეს. ეს შედეგი „გოლდენ სტეიტის“ დონის გუნდისთვის საამაყო ნამდვილად არ გახლავთ.

როგორც მოსალოდნელი იყო მაიკ დენტონის კოლექტივს ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. „წვერამ“ ორმაგი დუბლი გაიფორმა და 38 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ერიკ გორდონი 20 ქულით გამოირჩა. პი ჯეი ტაკერი კი 17 ქულასა და 10 მოხსნას დასჯერდა.

„გოლდენ სტეიტთან“ მატჩი ჯეიმს ჰარდენისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ტექსასელთა მსროლელმა მცველმა პლეიოფში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით „დეტროიტის“ ლეგენდას, ჩონსი ბილაფსს გადაასწრო და მეთორმეტე ადგილზე გადაიანცვლა.

ჰიუსტონში გამართული ორი შეხვედრის შემდეგ სერია ოკლენდში გადაინაცვლებს. „ორაქლ არენაზე“ რიგით მეხუთე მატჩი 9 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები