კოშტას ბრალი გადასახადების დამალვაში ედება!
Aa
Aa

კოშტას ბრალი გადასახადების დამალვაში ედება!

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილო-ესპანელ ფორვარდს დიეგო კოშტას გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.

კოშტას 1,117,272 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედება ბრალი.

აღნიშნული თანხის დამალვას გამოძიება 2014 წლით ათარიღებს. შესაძლოა საქმე ეხებოდეს 2014 წელს კოშტას "ჩელსიში" ტრანსფერს, როდესაც მან კონტრაქტი ადიდასთან გააფორმა.

წყაროს ცნობით, კოშტამ შესაძლოა გერმანულ სპორტულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შედეგად მიღებული თანხა დამალა.

საგადასახადო თავდაპირველად 2,306,000 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა დათმობაზე წავიდა და ზემოხსენებულ რიცხვს დასჯერდა.

ამ ეტაპზე უფრო ზუსტი ინფორმაცია არ სახელდება. უახლოეს მომავალში კი სასამართლო პროცესის დანიშვნა არის მოსალოდნელი.

როგორც მოგეხსენებათ, დიეგო კოშტას "ბარსელონასთან" შეხვედრაში მსაჯის გინება არ აპატიეს და 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ბრალდებით უკვე დაისაჯნენ ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუკა მოდრიჩი.

გადასახადების დამალვა ფეხბურთელებში საკმაოდ გავრცელებული და "პოპულარული" დანაშაულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები