Aa
Aa

NIKE-მა "დორტმუნდის" 14 წლის ტალანტთან 10 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა!

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, NIKE-მა „დორტმუნდის“ 14 წლის კამერუნელ ფორვარდთან იუსუფა მუკოკოსთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გათვალისწინებით თინეიჯერი ფეხბურთელი 10 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სახის კონტრაქტი ასეთ ასაკში ძალიან იშვიათი რამ გახლავთ.

მუკოკო „დორტმუნდის“ 17-წლამდელთა გუნდის წევრია. მას გერმანიის მოქალაქეობა აქვს და 16-წლამდელთა ნაკრებში უკვე 4 შეხვედრაც ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლით გამოიჩინა.

14 წლის ფორვარდმა გერმანული კლუბის რიგებში 49 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 76 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მუკოკო ამპლუით ცენტრფორვარდია და საჭიროების შემთხვევაში ის ფლანგზეც მოქმედებს.

როგორც ჩანს, „დორტმუნდმა“ მორიგი „მარგალიტი“ გაზარდა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ყურადღებას მალე მიიპყრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები