ლუის დე ლა ფუენტე, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ლამინი ძირითადში არ იქნება“ - დე ლა ფუენტემ დაადასტურა

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები ტურნირს დღეს დაიწყებს - თბილისის დროით 20:00 საათიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი კაპე ვერდეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ მატჩამდე გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს აწუხებდათ, ლამინ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლდათ და ბუნებრივია, „ფურია როხას“ დამრიგებელს ლუის დე ლა ფუენტეს სწორედ ამაზე გაუმახვილეს ყურადღება და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ვიცი, რომ ყველას სურს ლამინის თამაში, მაგრამ ნება მომეცით ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მე მივიღო, კარგი? იამალი ფორმაში ნელ-ნელა შედის და ამის გაკეთებას დროულად ახერხებს. ყველა ჩემი შეგირდი სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ სამი მათგანი, ლამინი, ნიკო უილიამსი და ვიქტორ მუნიოსი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან. ჩაერთვებიან თუ არა შეხვედრაში ცვლილებაზე? ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა ბარძაყის კუნთის ტრავმა 22 აპრილს, „სელტასთან“ მატჩში 11-მეტრიანის შესრულებისას მიიღო და მკურნალობის რამდენიმეკვირიანი კურსის გავლა მოუწია. ესპანეთის ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონის ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად - პორტუგალია მუნდიალზე სპეციალური სამაჯურებით ითამაშებს
ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად - პორტუგალია მუნდიალზე სპეციალური სამაჯურებით ითამაშებს