შტუტგარტი, ჰარი კეინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

კეინის ჰეთ-თრიკი | ბაიერნმა გერმანიის თასი მოიგო

გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი შტუტგარტს დაუპირისპირდა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 3:0 დაამარცხა.

სამივე გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა. ინგლისელმა თავდამსხმელმა, პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, თამაშში გარდატეხა 55-ე წუთზე შეიტანა. დუბლი კი მე-80 წუთზე გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტის ნიშნულიდან დასვა. 

მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის თასი ისტორიაში ოცდამეერთედ მოიგო, ხოლო ჰარი კეინისთვის ეს რეკორდმაისტერის რიგებში მე-4 ტიტული გახლავთ.

ინგლისელმა თავდამსხმელმა მიუნხენურ გრანდში 2 ბუნდესლიგა, 1 სუპერ თასი და ახლა უკვე გერმანიის თასი მოიგო. ცნობისთვის, კეინმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 66 გოლი გაიტანა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები