Aa
Aa

"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ" - კოუტინიომ დუმილი დაარღვია

"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა ფილიპე კოუტინიომ როგორც იქნა დუმილი დაარღვია და თავის მომავალთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა.

როგორც მოგეხსენებათ, კოუტინიოს პრემიერლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, კონკრეტულად კი მის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. როგორც ჩანს, კოუტინიო სულ სხვა აზრზეა.

"ესპანეთში ეს ჩემი მეორე სეზონია. უკვე მოვიგე ტიტულები, თუმცა მე ამბიციური ადამიანი ვარ და მეტის მიღწევა მსურს. ესპანეთში თამაში მინდოდა და ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ.

ამჟამად "ბარსელონაზე" სრულად ვარ კონცენტრირებული. ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ განვიხილავ, ეს ჩემს გეგმებში არ შედის.

თუ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერის გადავლახავთ და ნახევარფინალში "ლივერპულს" შევხვდებით, ეს ჩემთის დამატებითი მოტივაცია იქნება. "ენფილდზე" კიდევ ერთხელ თამაშზე ვოცნებობ.

გულახდილად გეტყვით, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ ფინალში თამაში გაცილებით უკეთესი იქნებოდა".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "მანჩესტერს" შორის გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში "ლივერპულისა" და "პორტუს" წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

კოუტინიოს "ენფილდზე" დაბრუნება კი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება, თუმცა იქამდე "ბარსამ" "მანკუნიანელთა" ბარიერი უნდა დაძლიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები