როდის შეძლებს აზარი გოლის გატანას?
გუშინ, სტუმრად „ნორვიჩთან“ მოგებულ მატჩში, მონაწილეობა ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმაც მიიღო, რომელმაც მოედანი კვლავ გატანილი გოლის გარეშე დატოვა. ამით ბელგიელის უგოლო სერიამ უკვე 2000 წუთს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს „პრემიერლიგაში“ აზარმა „კრისტალ პალასს“ გაუტანა, ეს ფაქტი კი გასული წლის 3 მაისს დაფიქსირდა.