Aa
Aa
11 მარტი 2019  |  10:35

რუდი გარსიამ ბალოტელი შეაქო

რუდი გარსიას „მარსელი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ფრანგი სპეციალისტის კოლექტივმა 28-ე ტურში „ნიცას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„მარსელმა“ მარიო ბალოტელის გოლის წყალობით იმარჯვა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარის აღება 61-ე წუთზე, თავური დარტყმით მოახერხა. „მარსელში“ გადასვლის შემდეგ „ბალო“ ბრწყინვალედ გამოიყურება და უკანასკნელ 7 შეხვედრაში მას 5 გოლი აქვს გატანილი.

შეხვედრის შემდეგ გარსიამ „სუპერ მარიო“ შეაქო და განაცხადა: „მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მარიო გატანილი გოლის შემდეგ ღირსეულად მოიქცა და სიტუაციას სათანადოდ გაუმკლავდა. როცა გუნდში ბალოტელის დონის ფორვარდი გყავს მეტოქეების კარის ასაღებად 36 მომენტი არ გჭირდება“.

L’Equipe-სთვის მიცემული ინტერვიუს დასკვნით ნაწილში გარსიამ „ნიცასთან“ მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა უკვე მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადებით, რომელიც „პსჟ“-ს წინააღმდეგ უნდა ჩავატაროთ. მაღალი დონის გუნდს ვეთამაშებით და ადვილი გასეირნება არ გველის“.

ასევე იხილეთ - რრრანაირად?! - როცა ყველაფერს იდეალურად აკეთებ, მაგრამ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები