პოლონელი მონადირე - პიონტეკმა
Aa
Aa

პოლონელი მონადირე - პიონტეკმა "მილანში" ისტორია დაწერა!

სერია ა-ს 24-ე ტურში "მილანმა" ბერგამოში "ატალანტას" 3:1 სძლია და მე-4 ადგილი შეინარჩუნა.

"როსონერი" მატჩს აგებდა, თუმცა გატუზოს შეგირდებმა შეხვედრის შემობრუნება მოახერხეს და ამის მთავარი შემოქმედი კრშიშტოფ პიონტეკი გახლდათ, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.

23 წლის პოლონელმა ფორვარდმა ზემოხსენებული დუბლის შემდეგ "მილანის" ისტორია დაწერა.

პიონტეკი "როსონერის" ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 გოლის გატანა ყველაზე ნაკლებ დროში შეძლო. მას ამისთვის 310 წუთი და 18 დარტყმა დასჭირდა.

პოლონელმა მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა: "გატუზო შესანიშნავი მწვრთნელია. ის გუნდის ლეგენდაა. აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც ოჯახში. ბედნიერი ვარ.

ახლა ამავე მონდომებით უნდა გავაგრძელო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო".

ამჟამად "მილანის" ისტორიაში ხსენებული შედეგის ავტორთა ხუთეული ასე გამოიყურება:

პიონტეკი - 6 გოლი 310 წუთში, ნორდალი - 6 გოლი 419 წუთში, ბალოტელი - 6 გოლი 433 წუთში, ოსტრომანი - 6 გოლი 450 წუთში, ბირჰოფი - 6 გოლი 453 წუთში.

P.S. პიონტეკის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 26 გოლია.

ატალანტა - მილანი 1:3

 

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები