მოროზოვი:
Aa
Aa

მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი მოროზოვმა sovsport-თან საუბრისას ქართული რაგბი აგდებულად მოიხსენია.

მოროზოვის აზრით, რუსეთის ნაკრების საქართველოსთან შედარება და საზომად გამოყენება სასაცილოა.

ჟურნალისტი: "რა უნდა გააკეთოს რუსულმა რაგბმა, რომ მაგალითად დასაწყისისთვის საქართველოს დონის ნაკრებად იქცეს?"

მოროზოვი: "საქართველოსთან გათანაბრება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას. ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა.

არ ვიცი, საერთოდ საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი კოლეგები საბჭოთა კავშირის გამო რუსულად საუბრობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა რაგბის განვითარებაზე ზრუნვა ცოტა ადრე დაიწყეს და ამიტომ ცოტათი გვისწრებენ".

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს სულ 22-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 1 მატჩი მოიგო. 20-ჯერ დამარცხდა და ერთიც ფრედ დასრულდა.

რთული მისახვედრი ნამდვილად არ არის, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება მოროზოვის ასეთ თავხედურ კომენტარს საქართველოში...

ასევე იხილეთ - კორმიე: "რაც ოდესმე მინახავს, ხაბიბის საქციელი მათ შორის ყველაზე ღირსეულია"

ცხელი ამბები