კორმიე:
Aa
Aa

კორმიე: "რაც ოდესმე მინახავს, ხაბიბის საქციელი მათ შორის ყველაზე ღირსეულია"

UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა (კონორის მსგავსად) 39 წლის ამერიკელმა დანიელ კორმიემ ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

საქმე ეხება ხაბიბის გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია ნურმაგომედოვი მაკგრეგორთან მომხდარი სკანდალის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა და პლუს ჯარიმაც დაეკისრა.

მსგავსად დაისაჯნენ დაღესტნელი მებრძოლის გუნდის წევრებიც, რის შემდეგაც ხაბიბმა გადაწყვიტა სასჯელი მათთან ერთად მოეხადა და მათი ჯარიმების დაფარვა თავის თავზე აიღო.

"რაც ოდესმე მინახავს, ხაბიბის საქციელი მათ შორის ყველაზე ღირსეული გახლავთ. ცხადია, რომ ბევრი ადამიანი ამას არ გააკეთებდა, ასე არ მოიქცეოდნენ.

ხაბიბის ძმები აბუბაქარი და ტუხუგოვი უფრო მკაცრად დასაჯეს, თუმცა ნურმაგომედოვი მათი სასჯელის მოხდამდე დაბრუნებას არ აპირებს. ამის გამო შესაძლოა მან ტიტულიც დაკარგოს. მისი მესმის".

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელ სპორტსმენს 6 თვიანი, ხოლო დაღესტნელს 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამასთან ერთად კონორს 50000 დოლარის, ნურმაგომედოვს კი 500000-ის გადახდა მოუწევს.

ნევადას სპორტულმა კომისიამ ხაბიბის ბანაკის წევრებიც დასაჯა. აბუბაკარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი ერთი წლით მოკვეთეს და 25000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

დისკვალიფიკაციის ათვლა 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ - ერთი მატჩით - ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

ცხელი ამბები