ერთი მატჩით - ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება
Aa
Aa

ერთი მატჩით - ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ''წითელ ეშმაკებს'' ერთი მატჩით დაუბრუნდება.1999 წლის მაისში ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' სამი ტიტული მოიგო, ინგლისის პრემიერლიგისა და ინგლისის ასოციაციის თასის გარდა ინგლისურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უდრამატულეს მატჩში მიუნხენის ''ბაიერნი'' დაამარცხა. ამ ფაქტიდან მე-20 წელს ინგლისური გუნდი მიუნხენის ''ბაიერნთან'' საიუბილეო მატჩს გამართავს. ინფორმაციას ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

1999 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ოლე გუნარს სოლსკიაერის გოლით ''წითელმა ეშმაკებმა'' გამარჯვება მოიპოვეს და თასი აღმართეს.

აღნიშნული შეხვედრა Manchester United Foundation-ის ორგანიზებით გაიმართება.

სერ ალექს ფერგიუსონი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: ''მოუთმენლად ველი მატჩს, რომელიც ''ოლდ ტრაფორდზე'' გაიმართება. ეს მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობაა მხარი დავუჭიროთ Manchester United Foundation-ის მუშაობას.''

სერ ალექს ფერგიუსონი ''მანჩესტერ იუნაიტედს'' 1986-2013 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში ''წითელმა ეშმაკებმა'' შოტლანდიელის მთავარი მწვრთნელობისას ინგლისის პრემიერლიგა 13-ჯერ მოიგეს, რაც საოცარი შედეგია. ასევე, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (1998-99 და 2007-08).

იხილეთ ხსენებული მატჩის პრომო

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები