Aa
Aa

"ბოლო წუთებზე უკან დავიხიეთ" - რონალდუ "პარმასთან" მატჩით იმედგაცრუებულია

ტურინის "იუვენტუსმა" თასზე "ატალანტასთან" მოულოდნელი მარცხის (0:3) შემდეგ სერია ა-შიც წაიფორხილა.
"ბებერმა ქლაბატონმა" საკუთარ კედლებში "პარმასთან" ქულები 93-ე წუთზე დაკარგა.

"იუვეს" შვიდიანი კრიშტიანუ რონალდუ შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა პანიკის მიზეზს ვერ ხედავს.

"გოლების გატანით ბედნიერი ვარ, თუმცა საბოლოო შედეგით უკმაყოფილო. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება.

ჩვენ ბოლო წუთებზე უკან დავიხიეთ და ამით პარმამ ისარგებლა.

არ მგონია რომ ბოლო ორი წარუმატებელი შეხვედრა გუნდის გადაღლილობის ბრალია. ჩვენ მშვიდად ვართ და არ ვღელავთ.

ჩვენ გვჯერა გუნდის შესაძლებლობების, ასევე მწვრთნელებისა და კლუბში მომუშავე თითოეული პერსონალის".

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" პირველი მერვედფინალური მატჩი ელის და ამ მომენტისთვის ტურინელთა ლაზარეთში ხუან კუადრადო, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი იმყოფებიან.

იუვენტუსი - პარმა 3:3

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები