"იუვეს" ახალი პრობლემა - ბონუჩი "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს?
ტურინის "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოუწია და მძიმე გამარჯვების გარდა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა.
ტურინელთა 31 წლის მცველმა მუხლი დაიზინა, დღეს დილით კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და როგორც იტალიური პრესა წერს, ფეხბურთელს დაახლოებით 1 თვე გაუცდება. ავტომატურად გასაგებია, რომ ბონუჩი "ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი "ატლეტიკოსთან" პირველ თამაშს 21 თებერვალს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამარავს, საპასუხო დაპირისპირება კი 13 მარტს, ტურინში შედგება.
Aggiornamento su @bonucci_leo19 https://t.co/ebNdmRURAg pic.twitter.com/ZrszHHZIqP
— JuventusFC (@juventusfc) January 28, 2019
ბონუჩის ტრავმა "იუვეს" გეგმებს ცვლის, გუნდი მეჰდი ბენატიას ყატარულ "ალ-დუჰაილში" გაყიდვას აპირებდა, თუმცა დიდი შანსია, რომ ახლა ამ ტრანსფერს მწვანე შუქი აღარ აუნთოს.
ასევე, "ვეკია სინიორამ" მარტინ კასერესი დაიმატა, რომელიც ტურინელებს უკვე მესამედ შეუერთდა. კასერესის "ალიანც სთედიუმზე" გადაყვანა 600 ათასი ევრო დაჯდა.