ემილიანო მარტინესი ლივერპულში ? - ალისონის შემცვლელად არგენტინელს მოიაზრებენ
იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, ლივერპული ალისონ ბეკერის შემცვლელად ემილიანო მარტინესს მოიაზრებს, მერსისაიდელები არგენტინელის ტრანსფერზე მუშაობენ, ცდილობენ მარტინესი ენფილდზე გადაბარგებაში დაარწმუნონ.
33 წლის ემილიანო მარტინესს ასტონ ვილასთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგასა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, 40-დან 13-ში კარი მშრალად შეინახა.
ლივერპულის პირველი მეკარე ალისონ ბეკერი შესაძლოა ზაფხულში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს, ასეთ შემთხევაში ალისონის შემცვლელად ემილიანოს მოიაზრებენ. როგორც ჩანს, ლივერპული გეგმავს, რომ ალისონის წასვლის შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილს კვლავ ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს.
რაც შეეხება ლივერპულის ქართველ მეკარეს, ენფილდზე სადებიუტო სეზონს ატარებს, 19 მატჩში ითამაშა, 19-დან 3-ში გოლი არ გაუშვა. ბეკერთან კონკურენცია გაუჭირდა. მას მხოლოდ მაშინ ათამაშებენ, როცა ბრაზილიელი ტრავმირებულია.