ინტერვიუ დე იონგთან: „ბარსა“ ჩემს გამოყენებას ნახევარდაცვის სამ წერტილში გეგმავს
Aa
Aa

ინტერვიუ დე იონგთან: „ბარსა“ ჩემს გამოყენებას ნახევარდაცვის სამ წერტილში გეგმავს"

ფრენკი დე იონგი 2019 წლის პირველი ივლისიდან „ბარსელონას“ მაისურს მოირგებს.

21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხდება. „აიაქსი“ მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით პლუს 11 მილიონი დაემატება.

დე იონგმა ესპანურ პრესასთან თავისი პირველი ინტერვიუ ჩაწერა და „ბარსელონაში“ ტრანსფერის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„მანჩესტერ სიტისა“ და „პსჟ“-ს ვარიანტები: „ეს იყო ორი საოცარი ვარიანტი. აღფრთოვანებული ვარ მათი მწვრთნელებითა და მოთამაშეებით.

ისინი ძირითადში გარანტირებულ ადგილს მთავაზობდნენ. მე ჩავედი მანჩესტერშიც და პარიზშიც. ვესაუბრე გუარდიოლასა და ტუხელს. ჩემი გადაწყვეტილება ამ კლუბების წინააღმდეგ მიმართული არ გახლავთ, უბრალოდ არჩევანი „ბარსაზე“ შევაჩერე. გამოწვევა დიდია.

საფრანგეთში ყოფნის დროს არ დამეუფლა ის განცდა და ვერ წარმოვიდგინე, რომ იქ 10 წელი ვითამაშებდი“.

სერხიო ბუსკეცის შესახებ: „წინ კარიერის კიდებ ბევრი წელი მაქვს და ახლა ილუზიები ნამდვილად არ მაქვს. „ბარსა“ ჩემს გამოყენებას ნახევარდაცვის სამ წერტილში აპირებს, თუმცა მეტწილად სწორედ ბუსკეცის პოზიციაზე, რათა შეტევების წამომწყები გავხდე.

ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა“.

ეჭვები „ბარსელონას“ არჩევისას: „მე ვფიქრობდი და ცოტას ვეჭვობდი - მათ ამდენი ნახევარმცველი ჰყავთ. ძირითადში ადგილის მოპოვება ძალიან რთული იქნებოდა. საბოლოოდ „ბარსამ“ სასურველი შემოთავაზება გააკეთა. მე არ მაქვს გარანტიები, თუმცა კარგი შანსები მაქვს“.

მესის შესახებ: „მასთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნება, თუმცა ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან მის გვერდით აქამდე არ მითამაშია. ყველამ კარგად იცის თუ რას ვფიქრობ - ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია“.

შეცდომების მიუხედავად შიშის გარეშე: „რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავითვისო ენა. მე მხოლოდ 21 წლის ვარ და ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო“.

ქალაქი ბარსელონა: „თუ შენ „ბარსელონაში“ თამაშობ და იმარჯვებ, წასვლა არასდროს მოგინდება.

შენ თამაშობ უდიდეს და ყველაზე ლამაზ გუნდში. ბარსელონაში შესანიშნავი კლიმატია. ესპანეთში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდები თამაშობენ“.

ვალვერდეს შესახებ: „მასთან არ მისაუბრია, თუმცა სპორტის მიმართულებით კლუბის პრაქტიკულად ყველა წევრთან მქონდა საუბარი“.

სილესენი და ლუის სუარესი: „მათ მე ესემესი გამომიგზავნეს და „ბარსელონაში“ გადმოსვლა მომილოცეს.

სილესენთან ერთად კლუბისა და ქალაქის შესახებ ხშირად მისაუბრია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები