Aa
Aa

Aus Open-ზე ბერძნული ზღაპარი დასრულდა - ნადალმა ციციპასი გაანადგურა!

მამაკაცებს შორის ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი ნახევარფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

Aus Open-ზე ბერძნული ზღაპარი დასრულდა - ნადალმა 20 წლის ციციპასს სამ სეტში 6:2, 6:4, 6:0 სძლია.

ახალგაზრდა ბერძენს უბრალოდ შანსიც არ მისცემია. რაფამ 1 საათსა და 46 წუთში პასუხი ყველა კითხვას გასცა.

ნადალმა არასრულ ორ საათში 6 ეისი და 6 ბრეიკი შეასრულა, რაც ტაბლოზეც აისახა. ესპანელი ბრწყინვალე ფორმაშია - მიმდინარე გრან სლემზე მას ჯერჯერობით არცერთი სეტი არ წაუგია.

ამრიგად, მსოფლიოს მე-2 ჩოგანი ფინალშია და კარიერაში თავისი მე-18 დიდი სლემის ტურნირის მოგებას შეეცდება.

ნადალის მეტოქის ვინაობას ხვალ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ლუკას პუიეს ჯახის შემდეგ შევიტყობთ.

რა თქმა უნდა, საჩოგბურთო სამყარო რაფა-ნოლეს ფინალს ელოდება და დიდი ალბათობით ასეც იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები