პოგბას მძღოლები აკრიტიკებენ:"შეწყვიტე მანქანის ძუკნასავით მართვა"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკლავი, პოლ პოგბა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ფრანგი ნახევარმცველი კვირაში 290000 ფუნტ სტერლინგს იღებს და კოლეგების მსგავსად მანქანების საკმაოდ დიდი და ძვირადღირებული კოლექცია აქვს.
პოლი ქალაქში ხშირად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება და ერთ-ერთი მგზავრობა „გამორჩეული“ აღმოჩნდა. პოგბამ პარკირების ჯარიმა მიიღო და 60 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ერთ-ერთმა უკმაყოფილო მძღოლმა მას წერილი დაუტოვა: „შეწყვიტე მანქანის ძუკნასავით მართვა“.


შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. The Sun-ის ინფორმაციით პოგბა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში შეხვდება და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ბრიტანულ გამოცემასთან დაახლოებული წყაროს ცნობით ფრანგი ნახევარმცველი „წითელი ეშმაკების“ გასახდელში არსებული სიტუაციით კმაყოფილია და „ოცნებათა თეატრიდან“ წასვლას არ აპირებს.