მეიერი: „ბარსელონაში“ ან „რეალში“ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი
Aa
Aa

მეიერი: „ბარსელონაში“ ან „რეალში“ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი

„შალკეს“ ნახევარმცველმა, მაქსიმილიან მეიერმა განაცხადა, რომ მთელი საკუთარი კარიერის გელზერკირხენელთა რიგებში გატარებას არ აპირებს. ფეხბურთელის თქმით მისი ოცნება გრანდებში თამაშია.

„რეალში“ ან „ბარსელონაში“ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ეს ორი გუნდი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა და მომავალში მათ რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. მიუხედავად ამისა დღეს მე „შალკეს“ ღირსებას ვიცავ და მხოლოდ ამ კლუბზე ვარ ორიენტირებული“ - განაცხადა მეიერმა

მიმდინარე გათამაშებაში მეიერმა „ბუნდესლიგის“ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი ხუთი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები