დემბელე ტრავმირებულია -
Aa
Aa

დემბელე ტრავმირებულია - "ბარსა" საფრთხის წინაშე

 ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსელონამ“ „ლეგანესს“ უმაპსინძლა და პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ რევანში აიღო.

კატალონიელებმა 3:1 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ.

გამარჯვება „ბარსას“ შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. უსმან დემბელემ მეორე ტაიმში კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

დაზიანების ეპიზოდი საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა, თუმცა შესაძლოა ფრანგი მარტივად გამოძვრეს.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ მარცხენა კოჭის არეში დემბელეს დაჭიმულობა აქვს. სრული შემოწმება მას დღეს ჩაუტარდება და ხვალ დილით ტრავმის სიმძიმის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც იქნება.

პირველადი დაკვირვების შედეგად მძიმე ტრავმა არ ჩანს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმის გადაჭრით თქმა რთულია.

ვალვერდეს გუნდის რიგებიდან გოლები დემბელემ, მესიმ და სუარესმა გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ გუშინდელი ბურთის შემდეგ ლუის სუარესი „ბლაუგრანას“ ისტორიაში 169 გოლით მე-5 საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები